Сообщения

მერვე მოდულის რეფლექსია

დღევანდელი დღე მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან გადავხედეთ ჩვენს შექმნილ რესურსებს ცხრა დღის განმავლობაში. გავაკეთეთ პრეზენტაციები და უკუკავშირი. დღის ბოლოს ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა დრაივზე და გამოქვეყნება. საბოლოოდ ჩვენი პროექტის პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ  ჩვენ ბლოგზე ბმულის სახით.

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

მიმოვიხილეთ ერთმანეთის პრეზენტაციები. მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი და შევიტანეთ კორექტირებები. შევაფასეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკით. შემ დეგ გადავედით მე-7 მოდულზე. გავეცანით დიფერენცირების ოთხ დონეს. აღქმის მოდალობებს გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის მიხედვით. დავწერეთ პროექტის დიფერენცირებული აქტივობები . ნიჭიერი, სსსმ და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის.  ტრენინგი იყო საინტერესო და სახალისო. მადლობა ქ-ონ ნანას.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დავათვალიერეთ მოსწავლის ნაშრომი: "კონკია", "აფრიკული საფარი". განვიხილეთ და შევქმენით ჩვენი პრეზენტაციის  მაკეტი. განვიხილეთ აქტივობების თანმიმდევრობა. ჩვენი შეფასების ჩეკლისტი დავგეგმეთ და შევიტნეთ შაბლონში.  ვისწავლეთ ცნების რუკის აგება. შეფასების დროში  გაწერილი გეგმის შესაბამისად გავეცანით პრეზენტაციის რუბრიკებს. შევქმენით მოსწავლის ნაშრომი. ტრენინგი იყო მეტად საინტერესო და სახალისო, რომელიც ძალიან დამეხმარება არათუ პროექტების სწავლის პროცესში, არამედ საერთოდ სასწავლო პროცესში. მადლობა ქ-ონ ნანას! 

მეექვსე სამუშაო დღის რეფლექსია

გავეცანით  გუგლ დრაივის მნიშვნელობა, ვისწავლეთ  დოკუმენტების ატვირთვა, გადაგზავნა, გამოქვეყნება, კომენტირება-რედაქტირება, პრეზენტაციის ჩაშენება, სლაიდის ზომების დაყენება და პრეზენტაციის ბლოგზე გამოქვეყნება.

ჩემი პროექტის "შალი" პრეზენტაცია

მესამე მოდულის რეფლექსია

პროექტისათვის შევარჩიეთ აქტივობები, როგორც დასაწყისისთვის, ისე მსვლელობისთვისა და დასასრულისთვის. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის მოკლე შინაარსი, გავეცანით განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების კრიტერიუმებს. დავგეგმეთ ჩვენი პროექტებისთვის სტრატეგიები და მიზნები. გავეცანით ინტერნეტის გამოყენების ფორმებს  ჩვენი პროექტის ფარგლებში და საიტის საავტორო უფლებების დაცვის ელემენტებს.