დღევანდელი დღე მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან გადავხედეთ ჩვენს შექმნილ რესურსებს ცხრა დღის განმავლობაში. გავაკეთეთ პრეზენტაციები და უკუკავშირი. დღის ბოლოს ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა დრაივზე და გამოქვეყნება. საბოლოოდ ჩვენი პროექტის პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ ჩვენ ბლოგზე ბმულის სახით.
პროექტისათვის შევარჩიეთ აქტივობები, როგორც დასაწყისისთვის, ისე მსვლელობისთვისა და დასასრულისთვის. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის მოკლე შინაარსი, გავეცანით განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების კრიტერიუმებს. დავგეგმეთ ჩვენი პროექტებისთვის სტრატეგიები და მიზნები. გავეცანით ინტერნეტის გამოყენების ფორმებს ჩვენი პროექტის ფარგლებში და საიტის საავტორო უფლებების დაცვის ელემენტებს.
Комментарии
Отправить комментарий